საერთაშორისო აკრედიტაცია

2014 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრმა მიიღო საერთაშორისო   აკრედიტაცია და გახდა ევროპის ცენტრებისა და ინსტიტუტების ასოციაციის (European Association centers and institutions (AKS) წევრი.

2017 წელს თსსუ - ს უცხოური ენების ცენტრმა ხელმეორედ გაიარა აკრედიტაცია.
უცხოური ენების ცენტრი გასცემს ენის ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს აკრედიტირებულ ენებში (გერმანული, ინგლისური), ცოდნის დონის საფეხურების შესაბამისად. 

ეს სერტიფიკატი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერ საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში და პროფესიული პრაქტიკა გაიარონ ევროკავშირის ქვეყნებში.

ცენტრი წარმოადგენს ევროკავშირის სივრცის გარეთ არსებულ პირველ ორგანიზაციას, რომელმაც მიიღო ასეთი აკრედიტაცია.
თსსუ უცხოური ენების ცენტრი უფლებამოსილია, UNIcert®- კომისიის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ გასცეს UNIcert®- ის სერტიფიკატები ინგლისურ (UNIcert® II (B2) და UNIcert® III (C1) და გერმანულ (UNIcert® II (B2) დაUNIcert® III (C1) ენებში.  სერტიფიკატი UNIcert® ეფუძნება ენების სწავლების ერთიან ევროპულ ჩარჩო პროგრამას და დონეებს, ისე რომ მასში დამატებით გათვალისწინებულია უმაღლესი სასწავლებლის სპეციფიკა. სერტიფიკატი აღიარებულია ევროპაში სტუდენტთა მობილობისას და მათი სპეციალობით დასაქმების დროს.

ცენტრში არსებული უცხოური ენის კურსები ითვალისწინებს უცხოურ ენაში ცოდნის გაღრმავებას ევროპის სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილი დონეების მიხედვით. იგი აწვდის მასალებს უცხოენოვანი ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობის, ყოველდღიური რეალიების, ღირებულებების, ტრადიციების, ზნე-ჩვეულებების, სოციო-კულტურული თავისებურებების შესახებ.

იგი სთავაზობს ინგლისურ და გერმანულ ენებში ცალკეული სამეტყველო უნარ-ჩვევების განმავითარებელ ენობრივი კომპეტენციის ასამაღლებელ სხვადასხვა მოდულს, რაც სასურველი მიმართულებით ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა.
უცხოური ენების ცენტრში მოქმედებს დარგობრივი პროგრამები. ჩვენს ცენტრში გაგიწევთ ასევე დახმარებას თუ თქვენ სურვილი გაქვთ გერმანიის უნივერსიტეტში გააგრძელოთ სწავლა, გაიაროთ ინგლისური ან გერმანული ენის კურსი ან აიღოთ საერთაშორისო სერტიფიკატი.

უცხოური ენების ინტენსიური სწავლების ფასიან კურსებზე როგორც ზოგად ინგლისურ და გერმანულ ენებს, ასევე დარგობრივ სამედიცინო ენასა და ტერმინოლოგიას ასწავლიან მაღალკვალიფიციური მასწავლებლები. მსმენელთა ჯგუფები მცირერიცხოვანია. კურსებზე მიიღებიან როგორც სტუდენტები, ისე ექიმები და სხვა დაინტერესებული პირები.