![]() |
უწყვეტი პროფესიული განვითარების ცენტრის ,,GLOBAL PERSONAL DEVELOPMENT“ და შავი ზღვის საერთაშორისო აკადემიის ორგანიზებით 2014 წლის 25, 26, 27 ივლისს, დაბა ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისში" ჩატარდება სემინარი სახელწოდებით „მენეჯმენტი სამედიცინო ორგანიზაციებში“ სემინარს გაუძღვებიან ქართველი საერთაშორისო რანგის ტრენერები.
"ნებისმიერ სამედიცინო ორგანიზაციაში სწორი მენეჯმენტი იმდენად მნიშვნელოვანია, როგორც უმაღლესი განათლების დიპლომი სამუშაოს მოპოვებისთვის“.
თანამედროვე სამედიცინო ბიზნესის მზარდი კონკურენციის პირობებში ,ორგანიზაციის განვითარებისთვის განმსაზღვრელია პერსონალის პროფესიონალიზმი. პერსონალის დაქირავების პროცესში დახვეწილი შერჩევის ტექნიკის გარდა მნიშვნელოვანია კადრის მუდმივი გადამზადება, მოტივაციური ფაქტორები და სწორი მენეჯმენტი. საქართველოში არსებული და მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების რიცხვი იმდენად დიდია, რომ მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიები, ძვირადღირებული აპარატურა და კვალიფიცირებული კადრი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვიყოთ ლიდერები ჩვენი საქმიანობის სფეროში.
ხშირად გვგონია, რომ ორგანიზაციის უკუსვლას მხოლოდ ფინანსური პრობლემები იწვევს, სინამდვილეში კი ფინანსური სირთულეები მხოლოდ ამ პროცესის დაწყების ნიშანია და არა მიზეზი. სინამდვილეში გამომწვევი მიზეზი არასწორი მენეჯმენტია.
მსმენელთა აუდიტორიას წარმოადგენს ლოკალური და საერთაშორისო სამედიცინო დაწესებეულების ხელმძღვანელები, საშუალო რგოლის მენეჯერები, სხვა და სხვა სამედიცინო სფეროს მესვეურნი, სადაზღვევო და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები და ყველა, ვისაც სურს მიაღწიოს წარმატებას სამედიცინო დაწესებულებათა მართვა, მოდელირება, განვითარებაში.
სემინარში მონაწილეობის მიღებით თქვენ შეძლებთ თქვენს კომპანიაში:
სამუშაოს შესრულების, მონიტორინგის და მართვის უნარები:
პერსონალის მოტივაციის ინსტრუმენტი:
სემინარის მეთოდოლოგია ეფუძნება არსებული თემატიკის უცხოურ ადაპტირებულ ვერსიას და დაფუძნებულია ინტერაქტიურ მეთოდიკას. მოკლე თეორიული შესავლების შემდეგ სემინარის მონაწილეები ინტერაქტიულად ამუშავებენ თემებს. სხვადასხვა მოდულებზე მუშაობა ხდება როგორც კოგნიციური მეთოდებით, ასევე მოდელირებული სავარჯიშოებით. ცალკეული თემატიკების განხილვა ხდება დისკუსიების საშუალებით.
ტრენინგის პროცესში გამოყენებული იქნება:
რეგისტრაციის დაწყების თარიღი: 25 ივნისი
ინფორმაციისთვის დარეკეთ:
593 32 25 51 ნინო
599 91 41 00 ტატა
579 51 35 51 ნიკა
ინფო: info@gpd.ge www.gpd.ge