სერვისები

ჰისტოპათოლოგიური კვლევები - მოიცავს ყველა ორგანოს  სიმსივნური და არასიმსივნური პათოლოგიების პოსტოპერაციული და ბიოფსიური მასალის დამუშავებასა და დიაგნოსტიკას.

იმუნოჰისტოქიმიური კვლევა - მოიცავს ყველა ორგანოს სიმსივნური პათოლოგიების ფენოტიპირებას, უცნობი წამოშობის სიმსივნის ვერიფიკაციას და დამიზნებითი თერაპიის მარკერების გამოვლენას.

მოლეკულური პათოლოგია
 - მოიცავს in-situ ტექნოლოგიით სამიზნე გენების და ვირუსული აგენტების გამოვლენას.

ციტოპათოლოგიური მიმართულება - მოიცავს ყველა ორგანოს ციტოლოგიური მასალის, სეროზული ღრუების მასალის და სხვა ციტოლოგიური მასალის შესწავლას.