მთავარი

ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია CV

სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრი ჩამოყალიბდა (თსსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2012 წლის 8 თებერვლის N23/3 დადგენილების თანახმად) სამეცნიერო უნარ-ჩვევების ლაბორატორიის ბაზაზე (ყოფილი ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის ინსტიტუტი). ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის ინსტიტუტი დაარსდა 1962 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის პროფესორ დიმიტრი გედევანიშვილის მიერ. მან დიდი როლი შეასრულა ზემოაღნიშნული ინსტიტუტის სტრუქტურულ-ორგანიზაციულ გაფორმებაში, თანამშრომელთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის ინსტიტუტი ყოველთვის ეწეოდა როგორც დამოუკიდებელ სამეცნიერო მუშაობას, მეორეს მხრივ კი, იგი იყო თსსუ-ის კათედრების ექსპერიმენტული სამუშაოების დასაყრდენი ბაზა. ამგვარად, იგი წლების განმავლობაში თსსუ-ში წარმოადგენდა სამეცნიერო-ექსპერიმენტულ და სამეცნიერო პოტენციალის კონცენტრირების, სპეციალიზირების და კოოპერირების საფუძველს.

ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის ინსტიტუტს სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდნენ პროფესორები: გივი დუმბაძე, ვადიმ სააკაძე, დავით თელია, რამაზ ჩიხლაძე, ზაზა ბერიშვილი, ზურაბ კაკაბაძე, რომელთა ძალისხმევითა და ხელმძღვანელობით თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი მონაწილეობას ღებულობდა სამეცნიერო ფორუმებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში და ა.შ. ინსტიტუტში სრულდებოდა ათასობით სამეცნიერო შრომები, გამოგონებები, საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები; გამოცემული აქვთ მონოგრაფები, სახელმძღვანელოები და ა.შ.

2008 წელს კლინიკურ და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტს შეუერთდა კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრალური ლაბორატორია, რომელიც 2010 წელს კვლავ გამოეყო მას, ხოლო კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ნაცვლად მას ეწოდა სამეცნიერო უნარ-ჩვევების ლაბორატორია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ასოცირებული პროფესორი ეკა ბერიშვილი. 

ამჟამად, სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორია ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია.   

MUMEENA-ს პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული თბილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თსსუ–ში  ,,სამეცნიერო კვლევის საფუძვლების“ კურსის განხორციელება მედიცინის, სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტალიციის, ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და ექსპერიმენტულ ცხოველებზე  წარმოებული კვლევის ეთიკის კომიტეტთან კოორდინაცია.

სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრი თავისი კომპეტენციების ფარგლებში მიზნად ისახავს სტუდენტებში  განავითაროს:  

  1. მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრინციპების  და ცოდნის გამოყენების უნარები;
  2. სამედიცინო პრაქტიკაში  ბიოსამედიცინო კვლევების პრინციპებისა და  მეთოდების გამოყენების უნარები;
  3. კრიტიკული ანალიზის, სწორი დასკვნების გაკეთების და მათი პრაქტიკაში განხორციელების უნარები. 

სტუდენტებისათვის სამეცნიერო-კვლევითი უნარების ჩამოყალიბება მოიცავს:  

  1. სამეცნიერო კვლევის დაგეგმვა-ჩატარებას;
  2. კრიტიკულ მეცნიერულ აზროვნებას;
  3. შედეგების ინტერპრეტირებას;
  4. სტუდენტის სამეცნიერო ინტერესის სფეროში ინფორმაციის მოძიებას და ანალიზს.  

სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრი ახორციელებს სამეცნიერო კვლევის საფუძვლების  კურსს,  რომლის შინაარსსაც წარმოადგენს:

  1. კვლევა და კვლევასთან  დაკავშირებული სხვადასხვა დეფინიცია;
  2. კვლევის ტიპი (ეპიდემიოლოგიური, ინტერვენციული), დიზაინი და მეთოდოლოგია;
  3. ინფორმაციის მოძიება სამეცნიერო მონაცემთა ბაზებში;
  4. სამეცნიერო ბაზებში მოძიებული სტატიის ანალიზი და პრეზენტაცია;
  5. საავტორო უფლებები;
  6. სტატისტიკა და კომპიუტერული სტატისტიკური პროგრამები;
  7. პუბლიკაციის მომზადება და გამოქვეყნება;
  8. საგრანტო პროექტის წერა და რეცენზირება.   

სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის ორგანიზებული ღონისძიებები, მონაწილეობა  საერთაშორისო ტრენინგებში და პროექტებში:  

წახალისებები და ჯილდოები:


სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის მიერ  მომზადდა და დაიბეჭდა:


თსსუ-ს სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის მომავალი უახლოესი გეგმები და პერსპექტივებია: 
სტრატეგიული მიზნები:

კომპიუტერული კლასის შექმნა სტუდენტებისათვის სამეცნიერო საძიებო ბაზებში მუშაობის  და მონაცემების სტატისტიკურ –ელექტრონული პროგრამების გამოყენების თვალსაზრისით (2018-2019 სასწ.წწ);
თსსუ–ის კვლევით ინსტიტუტებთან სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება და მათ სამეცნიერო მუშაობაში სტუდენტთა ჩართულობის ხელშეწყობა (2018-2021 სასწ.წწ);.
სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება(2018წ.);
ბაზისური ლაბორატორიული კვლევების სწავლების ლაბორატორიის ჩამოყალიბება (2019-2020 სასწ.წწ.);

Horizon 2020-ის პროექტებში მონაწილეობა, საზოგადოებაში კვლევითი ინოვაციების გავრცელების ხელშეწყობა, მსოფლიოს გამოჩენილ ინსტიტუტებთან და მკვლევარებთან ერთობლივი კვლევების ფარგლებში კოლაბორაციის განვითარება.
ამოცანები:

სამეცნიერო უნარ-ჩვევების სწავლების გაძლიერება, საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტების, სამედიცინო სკოლების მსგავს ცენტრებთან თანამშრომლობა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება სამეცნიერო უნარ–ჩვევების სწავლების გაუმჯობესების კუთხით.
აქტივობები:

სამედიცინო პრაქტიკასა და კვლევაში ბიომედიცინის სამეცნიერო პრინციპების, მეთოდებისა და ცოდნის გამოყენების სწავლება, რის საფუძველზეც სტუდენტს შეეძლება კვლევის ამოცანების მკაფიოდ ფორმულირება, ჯგუფის წევრებთან შეთანხმება, მათი საქმიანობის კოორდინაცია და ჯგუფის წევრთა შესაძლებლობების ადეკვატური შეფასება; სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, მისი კრიტიკულად შეფასების, ცოდნის განუწყვეტელიგანახლების უნარ-ჩვევების სწავლება; მედიცინის კონტექსტში ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების, ექსპერიმენტულ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო (ჰელსინკის საერთაშორისო დებულებების თანახმად) ბიოეთიკის კანონების შესწავლის და ფლობის უნარების განვითარება; მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრინციპების, უნარებისა და ცოდნის გამოყენება; სამედიცინო კონტექსტში ინფორმაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება სამეცნიერო კვლევებში; სამედიცინო კვლევაში ბიომედიცინის სამეცნიერო პრინციპების, მეთოდების გამოყენება.

 
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დებულება