სტაჟირება საჯარო სამსახურში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურომ შეიმუშავა საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების გავლის წესი და პირობები, რომელიც დამტკიცებულია „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N410 დადგენილებით.

სტაჟირების პროგრამა განკუთვნილია საქართველოს მოქალაქისათვის, რომელიც არის  ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, მაგისტრანტის ან დოქტორანტის სტატუსის მქონე პირი და გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);

სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ, აგრეთვე, იმ კურსდამთავრებულებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული მაღალი აკადემიური მოსწრების მოთხოვნებს და მათი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელზე მეტი.

სტაჟირების მსურველთა რეგისტრაცია  წარმოებს ვებ–გვერდზე www.stajireba.gov.ge 

რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერი

რეგისტრაციისათვის საჭირო უნიკალური კოდის  მისაღებად დაუკავშირდით: თსსუ–ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს.

მისამართი: ვაჟა–ფშაველას N33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, I ოთახი.

 

თსსუ–ის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების  სია, რომელთა შეფასებების საშუალო არითმეტიკული აკმაყოფილებს სტაჟირების კრიტერიუმებს