საინტერესო შემთხვევები

პირველადი ანაპლაზიური სემინომა ნათხემში

ექსტრაგონადური გერმინაციულუჯრედოვანი სიმსივნეები საკმაოდ იშვიათა და შეადგენს ყველა გერმინაციულუჯრედოვანი სიმსივნეების 2-5%-ს. თავის ტვინში პირველადად განვითარებული ექსტრაგონადური სიმსივნეები განვითარების იშვიათობის მიხედვით შემდეგნაირადაა გადანაწილებული: ყვითრის პარკის სიმსივნე, სემინომა და შერეული გერმინაციულ უჯრედოვანი სიმსივნე.

39 წლის მამრობითი სქესის პაციენტი კლინიკური ჩივილებით პროგრესული თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინაბა. კლინიკური გამოკვლევებით კეფის წილში ნანახი იქნა მოცულობითი წარმონაქმნი, ეჭვი იქნა მიტანილი მეტასტაზურ დაზიანებაზე. სიმსივნის მარკერები ალფა-ფეტაპროტეინი, ბეტა- ქორიონული გონადოტროპინი და ლაქტატ- დეჰიდროგენაზა ნორმაში. ულტრაბგერითი კვლევით სათესლე ჯირკვლები ატროფიული ცვლილებებით.

აღნიშნული შემთხვევის ჰისტოლოგიური მახასიათებლები შეგიძლიათ იხილოთ სურათების სახით. (H&E)

 

ჩატარდა იმუნოჰისტოქიმიური გამოკვლევა შემდეგი მარკერების გამოყენებით: PLAP+, OCT4+, CK5-, CK7-, S100-, CD30-, CD117-,TTF1-,GFAP-, CD56-. 


1.      PLAP (+)                                                     2. OCT3/4 (+)                                                         

კლინიკური ინფორმაციისა და მიღებული ჰისტოპათოლოგიური კვლევების შედეგების შეჯერების შემდეგ დადასტურდა  პირველადი ანაპლაზიური სემინომის არსებობა ნათხემში.

აღნიშნული საინტერესო შემთხვევა მოხსენებული იქნა ევროპის პათოლოგთა საზოგადოების 25-ე კონგრესზე, ჰოლანდიაში.

ავტორები: თეონა მუზაშვილი, თამარ ღუჭაშვილი, მირანდა გუდაძე, გიორგი ბურკაძე.


გამოსცადე შენი თავი

20 წლის გოგონა ბოლო 3 წლის განმავლობაში უჩივის მუცლის მოცულობის ზრდას. ფიზიკური გამოკვლევით გამოვლინდა ასციტი. მცირე მენჯის ღრუს გამოკვლევით ნანახი იქნა მოცულობითი წარმონაქმნი მარჯვენა საკვერცხეში. ქირურგიული გზით მიღებული მასალა წარმოდგენული იყო  7 სმ-იანი საკვერცხის წარმონაქმნით. ჰისტოლოგიური მახასიათებლების მიხედვით საკვერცხის ნეოპლაზია (იხ. სურათი) ყველაზე მეტად მამაკაცის სათესლე ჯირკვლის რომელ ავთვისებიან სიმსივნეს შეესაბამება?

 

ა) ქორიოკარცინომა
ბ) ემბრიონული კარცინომა
გ) უმწიფარი ტერატომა
დ) სემინომა
ე) სერტოლის უჯრედოვანი სიმსივნე

სწორი პასუხია-  დ.   დისგერმინომა ეს არის გერმინაციულუჯრედოვანი სიმსივნე, რომელიც წარმოდგენილია უნიფორმული ცენტრალურად განთავსებული ბირთვებითა და გლიკოგენით სავსე ნათელი ციტოპლაზმის მქონე უჯრედებით.  ფიბროზული სეპტები, სიმსივნურუჯრედულ ჯგუფებს  შორის ინფილტრირებულია ლიმფოციტებით. 

დიაგნოზი: სემინომა