- სტომატოლოგიური რენტგენოგრაფიის (ციფრული რენტგენოგრაფია) დანერგვა;
- თერაპიულ (პაროდონტოლოგიურ) სტომატოლოგიაში მკურნალობის უახლესი მეთოდების დანერგვა;
- ორთოდონტიულ სტომატოლოგიაში მკურნალობის მეთოდების გაფართოება;
- სტერილიზაციის თანამედროვე სტანდარტები.
- კლინიკის ექიმები სისტემატურად ესწრებიან და იღებენ მონაწილეობას, როგორც ადგილობრივ, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ლექცია-სემინარებში;
- კლინიკის ადმინისტრაცია კლინიკაში არსებული დეპარტამენტების (ოდონტოლოგიის დეპარტამენტი) დახმარებით, მუდმივად ანხორციელებს ყველა საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის ექიმებისთვის თანამედროვე სტომატოლოგიის უახლესი მეთოდებით მკურნალობის თავისებურებების გაცნობა-შესწავლას;
- კლინიკა ხშირად მასპინძლობს უცხოელ პროფესორებს ლექცია-სემინარების ჩასატარებლად;
- კლინიკა ყოველთვის აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში;
- კლინიკა ყოველწლიურად 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მასპინძლობს პაციენტ ბავშვებს.