საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლა
მისია
მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო, კვლევითი და მომსახურების ღონისძიებების განხორციელება ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის სფეროში.
ისტორია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლა ახორციელებს სწავლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, მონაწილეობს ჯანდაცვის სფეროში ჩატარებულ კვლევებსა და პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებაში. სკოლა დაარსდა 2007 წლის მარტში. სკოლის სასწავლო პროცესში ჩართულები არიან ექსპერტები, რომლებიც მოღვაწეობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეპიდემიოლოგიის, ბიოსტატისტიკის, გარემოს ჯანმრთელობის, ჯანდაცვის მენეჯმენტის, ჯანდაცვის დაფინანსების, ჯანდაცვის პოლიტიკის, დაგეგმვის ჯანმრთელობის ხელშეწყობის და სხვა სფეროებში. პედაგოგიური კოლექტივი წარმოდგენილია როგორც უნივერსიტეტის ფაკულტეტის ძირითადი შტატით, ასევე მოწვეული პროფესიონალებით, რომლებმაც, უმეტესად, განათლება მიიღეს/ტრენინგები გაიარეს დასავლეთის უნივერსიტეტებში და საერთაშორისო პროგრამებში და ორგანიზაციებში. სკოლაში მუშაობენ დირექტორი -პროფესორი ლევან ბარამიძე და მთავარი სპეციალისტი - ასოცირებული პროფესორი ეკა მირველაშვილი.
როგორ დაგვიკავშირდეთ?
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ვაჟა–ფშაველას გამზ. N33, 0186 თბილისი,
ტელ.: +(995) 32 254 24 79
sph@tsmu.edu
კარიერა და შესაძლებლობები
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა სასწავლო პროცესში ჩართულ პირებს სთავაზობს საკითხთა ფართო თემატიკას: ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკა მოიცავს მათემატიკასა და მოდელირებას; გარემოს ჯანმრთელობა მოიცავს სამეცნიერო უნარ-ჩვევების ფართო სპექტრს; ჯანდაცვის ადმინისტრირება მოიცავს ბიზნესის და მენეჯმენტის უნარ-ჩვევებს; ჯანმრთელობის ხელშეწყობა მოიცავს-რისკის ფაქტორებთან ბრძოლას; ჯანდაცვის სფეროში განათლება მოიცავს იმ უნარ-ჩვევების სწავლებას, რომლიც საჭიროა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შემუშავებისთვის. ჯანდაცვის პოლიტიკა უზრუნველყოფს კანონშემოქმედებვითი პროცესების ცოდნას.
საზოგადოებრივი ჯანდაცვა ის სფეროა, რომელიც სთავაზობს სამუშაო ადგილების ფართო სპექტრს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებებში, ეროვნულ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებელი, პროფილაქტიკური და ჯანდაცვის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავების, დაგეგმვის, განხორციელების და კონსულტირების მიმართულებით. კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ გააუმჯობესონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხების ცოდნა მოსახლეობაში, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ავადმყოფობა/დაშავება და აქცენტი არ გაკეთდეს მხოლოდ დაავადებების მკურნალობაზე. გარდა ამისა, შეეძლებათ იმუშაონ ჯანმრთელობის სოციალურ სამსახურებსა და დაწესებულებებში, მათ შორის, სადაზღვევო კომპანიებში, საზოგადოებრივ და კერძო ჯანდაცვის დაწესებულებებსა და სოციალური უზრუნველყოფის დაწესებულებებში.
რას გთავაზობთ სკოლა სამაგისტრო პროგრამები
- „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“
- “ეპიდემიოლოგია"
- ,,გარემოს მედიცინა"
- „ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ჯანმრთელობითი განათლება“
სამაგისტრო პროგრამები გათვალისწინებულია მაგისტრის ხარისხის მისაღებად, ყველა იმ პირისთვის, რომელსაც სურს იმუშაოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. ესაა ორწლიანი სამაგისტრო კურსი (120 ECTS კრედიტი). სამაგისტრო პროგრამა შესაძლებლობას იძლევა დააგროვოთ ცოდნა საზოგადოებრივი ჯნდაცვის სფეროში, მიიღოთ კვალიფიკაცია, რომელიც საჭიროა ჯანდაცვის გაუმჯობესებული პროგრამებისთვის და მომსახურებისთვის, რომლებიც დააკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნილებებს ჯანდაცვის სფეროში. ის შესაბამისია რაიონული, რეგიონალური/ეროვნული სამედიცინო/ჯანდაცვის ოფიცრებისთვის და მენეჯერებისთვის, გადამდები და არაგადამდები დაავადებების კონტროლის, რეპროდუქციული და ბავშვთა ჯანმრთელობის, ასევე სხვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის ოფიცრებისთვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც სურს ასწავლოს ან იმუშაოს მკვლევარად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. სწავლება მკვიდრად ემყარება რეალურ ვითარებას.
ჩვენი სამაგისტრო პროგრამები შეესაბამება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში განათლების სტანდარტებს და მოიცავს ხუთ ძირითად დისციპლინას: ეპიდემიოლოგიასა და ბიოსტატისტიკას, ჯანდაცვის სოციალურ და ქცევით ასპექტებს, ჯანდაცვის პოლიტიკასა და მენეჯმენტს, ეკოლოგიურ ჯანდაცვას და გამოყენებით საზოგადოებრივ ჯანდაცვას. ამ დისციპლინათაგან თითოეულს გააჩნია უნიკალური საგანმანათლებლო და კვლევითი მიდგომა ან ფოკუსი.
პირველი წელი მოიცავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითად საკითხებს. მეორე წელი ითვალისწინებს შემდგომი მოდულების სწავლებას და კვლევითი სამუშაოების ჩატარებას (სამაგისტრო ნაშრომი), რომელიც კონცენტრირებული იქნება შემდეგ ხუთ ძირითად სფეროზე: ეპიდემიოლოგია, გარემოს და პროფესიული ჯანმრთელობა, ჯანდაცვის განათლება, ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი და გამოყენებითი საზოგადოებრივი ჯანდაცვა.
სამაგისტრო პროგრამების დასრულებისას სტუდენტებს შეეძლებათ ჯანმრთელობის გაუმჯობესება როგორც მოსახლეობის სპეციფიკურ ჯგუფებში, ასევე, მთლიანად მოსახლეობაში, შემდეგის მეშვეობით:
- პრევენციული და ჯანმრთელობის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება, დაგეგმვა, განხორციელება, კონსულტირება და შეფასება;
- ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურებისა და დაწესებულებების მენეჯმენტი.
გათვალისწინებულია, რომ სტუდენტები აითვისებენ ანალიტიკურ მეთოდებს და მიიღებენ კონცეპტუალურ ცოდნას, რომელიც საჭიროა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მომავალი პროფესიონალებისთვის, სისტემის ადგილობრივ, რეგიონალურ თუ ეროვნულ დონეებზე, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორებში.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლას გააჩნია პარტნიორული ურთიერთობები და კავშირები უცხოეთის უნივერსიტეტებთან და სკოლებთან. სკოლა არის ევროპის ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლების ასოციაციის (ASPHER) სრულუფლებიანი წევრი 2017 წლიდან და იღებს მონაწილეობას ასოციაციის ეგიდით მიმდინარე ფორუმებში.
აპლიკაციის პროცესი
მოთხოვნები აპლიკანტებისთვის
სკოლის სამაგისტრო პროგრამების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელს უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტის დიპლომი (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი) შემდეგ სფეროებში:
2009-2010 აკადემიური წლიდან სტუდენტების მიღება ხდება ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროცესის მეშვეობით. დეტალური ინფორმაცია ეროვნული საგამოცდო პროცედურების შესახებ მოცემულია
ვებგვერდზე
დამატებითი საფეხურის სახით, ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, სტუდენტმა უნდა ჩააბაროს გამოცდა შესაბამის სპეციალობაში და უცხოურ ენაში.