ქართული ენის შესწავლის მსურველთათვის

ამოქმედდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ვებ-გვერდი ქართული,  როგორც უცხო ენა (www.geofl.ge)  იგი განკუთვნილია უცხოელებისთვის, რომლებსაც უნდათ ქართული ენის შესწავლა. პროგრამა გამოადგებათ თსსუ–ის უცხოელ სტუდენტებს.

ვებ–გვერდზე წარმოდგენილი მასალები შექმნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების“ ფარგლებში და განკუთვნილია შემსწავლელებისა და მასწავლებლებისათვის.

პროგრამის მიზანია, ქართული ენის სწავლა-სწავლებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის თანამედროვე ტიპის სასწავლო-მეთოდური მასალის შეთავაზება. პროგრამა ორიოდე წლის წინ ამოქმედდა. უკვე დაიწერა რამდენიმე სახელმძღვანელო და ამჟამადაც გრძელდება მუშაობა. ყოველი ახალი პროდუქტი დასრულებისთანავე განთავსდება ვებ-გვერდზე, თანდათან შეივსება მისი ყველა გვერდი და საჭიროებისამებრ განახლდება მასალები.

ამ პროგრამის ფარგლებში მომზადებულ პროდუქციაში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოს ენობრივი პოლიტიკის სამმართველოს მიერ შემუშავებული საერთო ევროპული ენობრივი კომპეტენციები, რათა იგი პასუხობდეს ენის, როგორც უცხო ენის, სწავლების თანამედროვე მოთხოვნებს.

ვებ–გვერდზე განთავსებული მასალებით სარგებლობა თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ქართული ენის სამმართველოს  სამმართველოს უფროსი მარიკა ოძელი - 577 17 33 03 

მთავარი სპეციალისტი თეა ტეტელოშვილი - 577 17 55 14