კომპეტენციები

ბოლონიის პროცესში მონაწილე ქვეყნებისათვის საბაზისო სამედიცინო განათლების კომპეტენციები განისაზღვრება TUNING/MEDINE-ს მიერ შემუშავებული სწავლის შედეგების საფუძველზე, რაც, თავის მხრივ, შეესაბამება ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს.

აუცილებელია, კურიკულუმში, ექვსწლიანი სწავლის განმავლობაში, გათვალისწინებული იყოს არანაკლებ 10 კრედიტისა სამეცნიერო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – მიღებული ცოდნის საფუძველზე სტუდენტს შეუძლია ამოცანების მკაფიოდ ფორმულირება, ჯგუფის წევრებთან შეთანხმება, მათი საქმიანობის კოორდინაცია და ჯგუფის წევრთა შესაძლებლობების ადეკვატური შეფასება, სამედიცინო პრაქტიკაში და კვლევაში ბიომედიცინის სამეცნიერო პრინციპების, მეთოდებისა და ცოდნის გამოყენება.
დასკვნის უნარი – აქვს ღრმა მეცნიერული აზროვნება, შეუძლია კვლევის არასრული და წინააღმდეგობრივი მონაცემების კრიტიკული ანალიზი, კვლევის დაგეგმვა და ჩატარება, კვლევის შედეგების ინტერპრეტირება და დასაბუთება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრინციპების, უნარების და ცოდნის გამოყენებით.

კომუნიკაციის უნარი – აქვს დაკვირვების, მოსმენის, კითხვების დასმის, აგრეთვე, არავერბალური კომუნიკაციის უნარი.

სწავლის უნარი – შეუძლია სასწავლო-საინფორმაციო რესურსების სრული სპექტრის გამოყენება, საკუთარი სწავლის პროცესის მართვა, აქვს დროის ორგანიზების, პრიორიტეტების შერჩევის, ვადების დაცვის და შეთანხმებული სამუშაოს შესრულების უნარი. შეუძლია სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და მისი კრიტიკულად შეფასება, აცნობიერებს ცოდნის განუწყვეტელი განახლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების აუცილებლობას, აქვს საკუთარი ცოდნის და უნარ-ჩვევების ობიექტურად შეფასების უნარი.
ღირებულებები – აქვს ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების ცოდნა მედიცინის კონტექსტში, ფლობს ექსპერიმენტულ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო (ჰელსინკის საერთაშორისო დებულებების თანახმად) ბიოეთიკის კანონებს.


ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები (TUNING/MEDINE-ს მიხედვით)

დარგობრივი კომპეტენციები

1. მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრინციპების, უნარებისა და ცოდნის გამოყენება სამეცნიერო კვლევაში, შესაბამისი ლიტერატურული კვლევის სწორად განსაზღვრა და ჩატარება, გამოყენებული ლიტერატურის კრიტიკული შეფასება, დასკვნების გამოტანა და პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება.

2. სამედიცინო კონტექსტში ინფორმაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება, სპეციფიკური საინფორმაციო რესურსების მოძიება, სამეცნიერო ინფორმაციის შენახვა და შემდეგ მისი გამოყენება პირადი ჩანაწერების შენახვის უნარი (პორტფოლიო).

3.სამედიცინო კვლევაში ბიომედიცინის სამეცნიერო პრინციპების, მეთოდებისა და ცოდნის გამოყენება სამეცნიერო კვლევის წარმოების მეთოდოლოგიის ცოდნა; კვლევის დიზაინის, დეტალური დაგეგმვის, მიღებული შედეგების დამუშავების და დასკვნების გაკეთების უნარი, პრაქტიკულ საქმიანობაში ბიომედიცინის მეცნიერებების მიღწევათა გამოყენების უნარი. ბიომედიცინაში სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე რეფერატის/მიმოხილვის დაწერის უნარი, სამეცნიერო კვლევის წარმართვის, ეთიკის (ცხოველთა დაცვის ბიოეთიკის ზოგადი კანონების) პრინციპების ცოდნა.

ზოგადი კომპეტენციები

1.ანალიზის და სინთეზის უნარი

შეუძლია რთული, არასრული და წინააღმდეგობრივი მონაცემების კრიტიკულად შეფასება, მათი დამოუკიდებელი ანალიზი, ანალიზის შედეგების გასაგებად გადმოცემა და შემდგომ მათი გამოყენება. შეუძლია ახალი ინფორმაციისადმი კრიტიკულად მიდგომა, სხვადასხვა მონაცემის გაანალიზება, შეჯამება, ინტეგრაცია, დასკვნის გამოტანა, მიღებული შედეგების ანალიზისას მტკიცებულებების და / ან საწინააღმდეგო არგუმენტების მოყვანა.

2. ინფორმაციის მართვა
შეუძლია სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოპოვება, დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება და მისი კრიტიკულად შეფასება. პროფესიული საქმიანობისას აქვს მოძიებული ინფორმაციის გამოყენების უნარი.

3. პრობლემის გადაჭრა/გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად შეუძლია კომპლექსური პრობლემების განსაზღვრა, ჩამოყალიბება, მისი გადაჭრის გზების მოძიება, მოსალოდნელი შედეგების ანალიზი და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. იცნობს და საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყენებს დამატებით რესურსებს საკუთარი სპეციალობის ფარგლებში.

4. ჯგუფში მუშაობის უნარი
აქვს ჯგუფში მუშაობის უნარი, როგორც რიგით წევრს, ასევე ლიდერს. შეუძლია ამოცანების მკაფიოდ ფორმულირება, ჯგუფის წევრებთან შეთანხმება, მათი საქმინობის კოორდინაცია და ჯგუფის წევრთა შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება, კონფლიქტური და ფორსმაჟორული სიტუაციების მართვა.

5. კომუნიკაციის უნარი, მათ შორის უცხო ენაზე
აქვს დაკვირვების, მოსმენის, კითხვების დასმის, აგრეთვე, არავერბალური კომუნიკაციის უნარი. შეუძლია შეხვედრებში მონაწილეობა და თავისი მოსაზრებების ზეპირსიტყვიერად და წერილობით გადმოცემა. შეუძლია პროფესიულ კონტექსტში მოლაპარაკების წარმართვა და კონფლიქტების მოგვარებაში მონაწილეობა.

6. სწავლის/ცოდნის მუდმივი განახლების უნარი
შეუძლია სასწავლო-საინფორმაციო რესურსების სრული სპექტრის გამოყენება, საკუთარი სწავლის პროცესის მართვა. აცნობიერებს ცოდნის განუწყვეტელი განახლების აუცილებლობას; აქვს საკუთარი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ობიექტურად შეფასების უნარი.

7. ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი
კოლექტივში პრაქტიკული მუშაობის ჩვევები, პროფესიული სუბორდინაციის/ადაპტაციის უნარი, ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი.

8. დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
აქვს დროის ორგანიზების, პრიორიტეტების შერჩევის, ვადების დაცვისა და შეთანხმებული სამუშაოს შესრულების უნარი. შეუძლია თავის საქმიანობასთან დაკავშირებული რესურსების სწორად დაგეგმვა. პასუხს აგებს შესრულებულ სამუშაოზე და შეუძლია მისი შეფასება და კრიტიკა.

სწავლა, სწავლება და შეფასება

სწავლების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია სწავლების შემდეგი ფორმების გამოყენება:

   შედეგზე ორიენტირებული სწავლების აუცილებელი მოთხოვნაა სტუდენტის ადრეული ჩართვა სამეცნიერო მუშაობაში. კურიკულუმში სტუდენტის კვლევაში მონაწილეობას ეთმობა განსაზღვრული საათები. ჩვეულებრივ, პირველ წლებში სტუდენტებს ასწავლიან სამეცნიერო კვლევის  საფუძვლებს, რთავენ მას დეპარტამენტების კვლევით საქმიანობაში (მონაცემთა შეგროვება, კითხვარების დარიგება – შევსება და სხვ.).  მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები სწავლობენ არა მხოლოდ სამეცნიერო ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებას, არამედ კვლევის ორგანიზაციის, წარმართვის, ანალიზის, შედეგების დისემინაციის ძირითად გზებს.  სტუდენტები ესწრებიან და მონაწილეობენ დეპარტამენტების / ფაკულტეტების სამეცნიერო საუბრებსა თუ კონფერენციებში.

რეკომენდაციები სწავლის შედეგებისა და კომპეტენციების შეფასების შესახებ დეტალურად არის მოცემული WFME-ისა და MEDINE-ის ერთობლივ დოკუმენტში – ‘’სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების გლობალური სტანდარტები ევროპული სპეციფიკის გათვალისწინებით’’ და შეესაბამება TUNING/MEDINE-ის მიერ შემუშავებულ კომპეტენციებს.

განათლების ხარისხის ამაღლება

სამედიცინო განათლების ხარისხის ამაღლების გზა არის ინტეგრირებული კურიკულუმი, რომელიც მოიცავს 11 საფეხურს.

ინტეგრირებული სწავლების აუცილებელი მოთხოვნაა სტუდენტის ადრეული ჩართვა სამეცნიერო კვლევაში. კვლევის კომპონენტი გათვალისწინებულია ინტეგრირებულ კურიკულუმში. 
ინტეგრირებული სწავლების დანერგვა გულისხმობს სტუდენტთა შეფასების ახალი მეთოდების შემოღებას (OSCE, პორტფოლიო).

პორტფოლიო სტუდენტთა აქტივობის შეფასების ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდია და გულისხმობს:

პორტფოლიო ასახავს სტუდენტის აკადემიური მოსწრების მიმდინარე და საბოლოო შეფასებებს, სტუდენტის კლინიკური აზროვნების, სამეცნიერო უნარების, ზოგადი პროფესიული თვისებების განვითარების ძლიერ და სუსტ მხარეებს, ავლენს მის ნაკლოვანებებს და მათი გამოსწორების გზებს.