პროგრამა

სასწავლო კურსი მედიცინის ფაკულტეტის III სემესტრის სტუდენტებისათვის ( 3 ECTS კრედიტი; პრაქტიკულ – სემინარული  მეცადინეობა - 30სთ); 
სასწავლო კურსი სტომატოლოგიის ფაკულტეტის II სემესტრის სტუდენტებისათვის (2 ECTS კრედიტი; პრაქტიკულ – სემინარული  მეცადინეობა -  30 სთ);

სასწავლო კურსი ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის II სემესტრის სტუდენტებისათვის ( 1 ECTS კრედიტი; პრაქტიკულ – სემინარული  მეცადინეობა -  16 სთ);

სასწავლო კურსი საექთნო საგანმანათლებლო  პროგრამის II სემესტრის სტუდენტებისათვის ( 2 ECTS კრედიტი; პრაქტიკულ – სემინარული  მეცადინეობა -  26 სთ);

სასწავლო კურსი ბებია ქალთა საბაკალავრო საგანმანათლებლო  პროგრამის II სემესტრის სტუდენტებისათვის ( 2 ECTS კრედიტი; პრაქტიკულ – სემინარული  მეცადინეობა -  26 სთ);

სასწავლო კურსი ფარმაციის ფაკულტეტის III სემესტრის სტუდენტებისათვის ( 2 ECTS კრედიტი; პრაქტიკულ – სემინარული  მეცადინეობა -  20 სთ).

სამეცნიერო კვლევის საფუძვლების სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებისთვის სამეცნიერო-კვლევითი საქმინობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება,  კვლევის საკითხის ფორმულირება, სამეცნიერო-საძიებო ბაზებიდან ინფორმაციის მოძიების, სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკული კითხვის, ანალიზის და დასკვნის გაკეთების უნარის გამომუშავება.

სასწავლო კურსის სწავლების და სწავლის მეთოდებია: პრაქტიკულ-სემინარული სწავლება;

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ბიბლიოთეკების რესურსების გამოყენება;

სამეცნიერო-საძიებო  ბაზებში მუშაობის სწავლება; სტუდენტის მიერ ინფორმაციის მოძიება-ამოღების (მისთვის საინტერესო სამეცნიერო საკითხის ირგვლივ), კრიტიკული კითხვის, ანალიზის მსჯელობის უნარების გამომუშავება; სამეცნიერო ნარომის, საგრანტო პროექტის  მომზადების სწავლება.

სასწავლო კურსის შედეგი: სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა იცის ჰოპოთეზის ჩამოყალიბება და კვლევის განაცხადის მომზადება, იცნობს კვლევის დიზაინის სხვადასხვა ტიპებს, იცის კვლევის ეთიკის პრინციპები, როგორც ადამიანების მონაწილეობით მიმდინარე, ასევე, ცხოველებზე განხორციელებული კვლევებისთვის; იცნობს ბიოსამედიცინო კვლევებში სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და წარმოდგენის ძირითად პრინციპებს.       სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტმა იცის ბიოსამედიცინო დარგში კვლევის დაგეგვმა, მისთვის საინტერესო სამეცნიერო წყაროების მოძიება, სამეცნიერო ნაშრომის შემადგენელი კომპონენტების ჩამოყალიბება და შესრულებული სამეცნიერო ნაშრომის საჯაროდ წარდგენა.