Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის (NEO) საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ პროგრამის შესახებ, მობილობისა და ერთობლივი სამაგისტრო პროექტების შესახებ

2014 წლის 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის (NEO) კოორდინატორი, ქალბატონი ლიკა ღლონტი ჩაატარებს საინფორმაციო  შეხვედრას  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც მიაწოდებს ინფორმაციას Erasmus+ პროგრამის მობილობისა და  ერთობლივი სამაგისტრო პროექტების შესახებ.

Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელს უწყობს ევროკომისიას, აღმასრულებელ სააგენტოს (EACEA) და შესაბამის ეროვნულ სამსახურებს Erasmus+ პროგრამის განხორციელებაში.

მისამართი:  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, სხდომათა დარბაზი.