აკადემიური პროცესი კლინიკაში
კლინიკის ბაზაზე, განლაგებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეპარტამენტები (ოდონტოლოგიის, პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის გარსის დაავადებათა, ყბა-სახის ქირურგიის, ორთოდონტიის, საფანტომო ორთოპედიული სტომატოლოგიის, ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის თერაპიული მიმართულების), რომლებიც აქტიურად წარმართავენ სწავლების პროცესებს თანამედროვე სტომატოლოგიის განვითარების კვალდაკვალ;
ასევე, დეპარტამენტების პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, კლინიკის პედაგოგიური სტაჟის მქონე ექიმი-სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართულნი დიპლომისშემდგომი პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებაში.
რეზიდენტებს საშუალება აქვთ გაიარონ ადეკვატური საფანტომო, თეორიული და კლინიკური კურსი;
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ოდონტოლოგიის, პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის და ორთოდონტიის დეპარტამენტის ბაზაზე სწავლებას უძღვებიან თსსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები;
კლინიკური საქმიანობის დაწყებისას რეზიდენტი უზრუნველყოფილია ინდივიდუალური სამუშაო ადგილით;
რეზიდენტურაში სწავლებისას მომავალი სპეციალისტი ესწრება უკლებლივ ყველა ღონისძიებას (უცხოელ პროფესორთა ლექციები, მასტერ–კლასები, სემინარები).
რეზიდენტურის სრული კურსი:
- თერაპია, ორთოპედია, ორთოდონტია;
- სუბსპეციალობა, რეაბილიტაცია და რეზიდენტურის შემოკლებული კურსი მოზრდილთა თერაპიაში;
- სუბსპეციალობა ასევე ბავშვთა თერაპია, მოზრდილთა ქირურგია და ორთოპედიულ სტომატოლოგიაში;
- საშუალო-სპეციალური განათლების მქონე მედპერსონალის სტაჟირება.