ამბულატორიული

   - თერაპიულ სტომატოლოგიაში მომსახურება მოიცავს: კბილის მაგარი ქსოვილების დეფექტების აღდგენას მაღალხარისხიანი, ესთეტიკური საბჟენი მასალებით. არხების სრულფასოვან მკურნალობას, რომელიც ხორციელდება უმტკივნეულოდ, გაუტკივარების თანამედროვე საშუალებებითა და მეთოდების გამოყენებით. ღრძილების და ლორწოვანი გარსის დაავადებათა მკურნალობას, კბილების ჰიგიენურ, პროფესიულ წმენდასა და გათეთრებას, სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკისაკენ მიმართული ღონისძიებების ჩატარებას. 
 -    ქირურგიული სტომატოლოგიის პროფილით კლინიკაში ხორციელდება სარძევე და მუდმივი კბილების მარტივი და რთული ექსტრაქცია (ამოღება) გაუტკივარების სრული გარანტიით. “რეტენციული” (ყბაში მდებარე) კბილების ამოღება. მცირე მოცულობის ოპერაციული ჩარევები ლორწოვან გარსზე: ენის, ტუჩის მოკლე ლაგამის პლასტიკა. ლორწქვეშა კისტების ქირურგიული მკურნალობა, მე-8 კბილების ჩანასახების უმტკივნეულო ამოღება. 
  -   ორთოპედიული სტომატოლოგიური მომსახურეობა მოიცავს: კბილებისა და კბილთა მწკრივების დეფექტების სრულ აღდგენას სხვადასხვა კონსტრუქციებით თანამედროვე ესთეტიკურ მოთხოვნათა შესაბამისად. კლინიკაში მზადდება, როგორც კერამიკისა და პლასტმასის, ასევე მეტალკერამიკის, მეტალპლასტმასისა და ლითონის გამოშტამპული გვირგვინები, ნაწილობრივი და მთლიანი მოსახსნელი პროთეზები როგორც მყარ, ასევე ელასტიურ ბაზისზე. აგრეთვე “ბიუგელისებური” პროთეზი. 
   -  ორთოდონტიული მკურნალობის საბოლოო მიზანი – ლამაზი ღიმილი ნებისმიერ ასაკში - გულისხმობს ცალკეულ კბილთა დგომის, მათი არასწორი შეთანასოვნების მკურნალობას და პროფილაქტიკას. თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტების დროს ცალკეული, არასწორად მდგომი კბილების, კბილთა არასწორი მწკრივების, ყბის ფორმის გასწორებას თანამედროვე ორთოდონტული მასალებით და კონსტრუქციული აპარატების საშუალებით. კერძოდ, მოსახსნელი ფირფიტოვანი, ფუნქციური აპარატებითა და თანამედროვე ბრეკეტ - სისტემებით, რომლებიც უშუალოდ კბილებზე ფიქსირდება. ასევე კლინიკაში, საჭირო შემთხვევებში ხორციელდება მცირე ასაკის ბავშვთა კბილების პროთეზირება და პაციენტის ორთოპედიული მკურნალობისწინა ორთოდონტული მომზადება. 
კლინიკაში  ხორციელდება  რენტგენოლოგიური  (დენტალური  ვიზიორენტგენოგრაფია) მომსახურება.