სტუდენტური კონფერენცია „რევმატიული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და პერსპექტივები“
2018 წლის 31 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია – სამეცნიერო საუბრები – „რევმატიული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და პერსპექტივები“, რომელზეც დეპარტამენტის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული მასწავლებლების ხელმძღვანელობით წარმოდგენილი იყო სტუდენტთა აქტუალური მოხსენებები რევმატიული დაავადებების მკურნალობის ახალ მიდგომებთან დაკავშირებით. კონფერენციაზე განხილული იქნა ახალი გენერაციის სამკურნალ-წამლო საშუალებები და პერსპექტივები, დასასრულს კი გაიმართა დისკუსია.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:
- „ინფლიქსიმაბის ეფექტურობა რევმატოიდული ართრიტის მკურნალობაში“ მომხსენებელი თამარ ცეცხლაძე – მედიცინის ფაკულტეტის მე–3 კურსის, I ჯგუფის სტუდენტი. ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია;
- „ლეფლუნომიდის გამოყენების ჩვენებები და ეფექტურობა“ – გიორგი ბაგრატიონი მომხსენებელი მედიცინის ფაკულტეტის მე–3 კურსის, I ჯგუფის სტუდენტი. ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია;
- „რევმატიული ართრიტის პროფილაქტიკური სამკურნალწამლო საშუალებები“ მომხსენებელი ირაკლი ცხაკაია – მედიცინის ფაკულტეტის მე–3 კურსის, I ჯგუფის სტუდენტი. ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია;
- „სარილუმაბის გამოყენება რევმატოიდული დაავადების მკურნალობაში“ მომხსენებელი ნუცა ჭიღლაძე – მედიცინის ფაკულტეტის მე–3 კურსის, I ჯგუფის სტუდენტი. ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია;
- „მეტოტრექსატის გამოყენება რევმატიული დაავადებების მკურნალობაში“ მომხსენებელი ანა მაჩაბელი – მედიცინის ფაკულტეტის მე–3 კუსის, I ჯგუფის სტუდენტი. ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია;
- „სულფასალაზინის გამოყენება რევმატიული დაავდებების მკურნალობაში“ მომხსენებელი მარიამ ახმეტელი – მედიცინის ფაკულტეტის მე–3 კურსის, I ჯგუფის სტუდენტი. ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია;
- „ოსტეოპოროზის მართვის ფარმაკოლოგიური სტრატეგიები“ მომხსენებელი გიორგი (ჯემალ) გოგიტიძე, მედიცინის ფაკულტეტის მე–3 კუსის, V ჯგუფის სტუდენტი. ხელმძღვანელი – სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი მაია გვიშიანი;
- "ფარმაკოგენეტიკური ასპექტები რევმატოიდული ართრიტის მართვაში" მომხსენებელი ელენე კაპანაძე – მედიცინის ფაკულტეტის, მე–3 კურსის, II ჯგუფის სტუდენტი. ხელმძღვანელი –სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი, დოქტორანტი ანნა არჩვაძე;
- "დაავადების მამოდიფიცირებელი ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების გამოყენება რევმატოიდული ართრიტის მკურნალობაში" მომხსენებელი თამარ გველუკაშვილი – მედიცინის ფაკულტეტის, მე–3 კურსის, II ჯგუფის სტუდენტი. ხელმძღვანელი – სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი, დოქტორანტი ანნა არჩვაძე;
- „კრონის დაავადება და TNFalfa - ს ინჰიბიტორები“ მომხსენებელი ახვლედანი გიორგი, სულაქველიძე სოფიკო – მე–3 კურსის, III ჯგუფის სტუდენტები. ხელმძღვანელი – სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი, მედიცინის აკად.დოქტორი მანანა ღონღაძე.