გერმანელი პროფესორები სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს ლექციას გამართავენ

2018 წლის 4 ივნისს,  გერმანიის ქალაქ დუისბურგის ყბა-სახის პლასტიკური  ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები:

„ყბა-სახის მიდამოს ტრავმატოლოგია - კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა“ (თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ჰ.ზიბერი);

 „ზედა და ქვედა ყბის ძვლოვანი რეკონსტრუქციის შესაძლებლობანი“ (თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ა. ჰამმახერი); 

„სიბრძნის კბილები - კლინიკური გამოვლინებების თავისებურებები, ექსტრაქციის ტექნიკა“ (თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ვ. ვაილერტი).

გერმანელი პროფესორებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის ურთიერთობა ექვს წელს ითვლის,  ყოველწლიურად ისინი უნივერსიტეტის სტუდენტებს უკითხავენ ლექციებს დარგის აქტუალურ საკითხებზე, ხოლო  თსსუ-ის გივი ჟვანიას აკადემიურ კლინიკაში ატარებენ უფასო ოპერაციებსა და გასინჯვებს. 

წელსაც,  ტრადიციულად, მათ 30–მდე პაციენტს ჩაუტარეს უფასო კონსულტაცია; 5 და 6 ივნისს  კი შერჩეულ პაციენტებს ოპერაციებს ჩაუტარებენ.