საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი უნივერსიტეტის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, დეპარტამენტი კოორდინირებას უწევს სწავლისა და კვლევის ინტერნაციონალიზაციის აქტივობებს და ხელს უწყობს საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის როლის გაძლიერებას. უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, დეპარტამენტის პრიორიტეტულ მიზნებს წარმოადგენს: საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კვლევით ინსტიტუტებთან, სამეცნიერო და სამედიცინო ცენტრებთან კავშირების ჩამოყალიბება და განვითარება; საერთაშორისო პროექტების მოძიება; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პროფესიულ ასოციაციებში უნივერსიტეტის გაწევრება; სტუდენტთა, რეზიდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო მობილობის პროცესის ხელშეწყობა; უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება; ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობა; თანამშრომლობა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; საერთაშორისო რანჟირების სისტემებში უნივერსიტეტის ჩართულობის ხელშეწყობა; საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვა, მხარდაჭერა და სხვა.