თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გერიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და ვ. ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ფარმაკოიმუნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ირინა ანდრონიკაშვილი მიმდინარე წლის 4-8 ივლისს ბერლინში (გერმანია), საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - 3rd International Conference on cardiovascular and Cardiac Surgery - იმყოფებოდა.
კონფერენციას მსოფლიოს გამოჩენილი კარდიოლოგები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ლექციები, დისკუსიები კარდიოლოგიის ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. კონფერენციაზე განიხილეს საინტერესო კლინიკური შემთხვევების და კლინიკური კვლევების შედეგები.
ასოც. პროფესორმა ირინა ანდრონიკაშვილმა წარადგინა მოხსენება - Relation of blood pressure circadian rhythm and proximal reabsorption of sodium to salt-sensitive hypertension.