ფარმაციის ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ფარმაკოგნოზიისა და ბოტანიკის მიმართულების, ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლაშა მსხილაძის 15-17 ივლისს ოფიციალური მიწვევით ბელგიაში, ქალაქ ლიეჟის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მედიცინის ფაკულტეტის ფარმაციის დეპარტამენტის - ფარმაკოგნოზიის, კლინიკური ტოქსიკოლოგიის და სასამართლო მედიცინის, ფარმაცევტული ტექნოლოგიის და ბიოფარმაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელებთან.
შეხვედრების დროს უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროექტების განსახორციელებლად, Erasmus + საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში. ლიეჟის უნივერსიტეტმა, ასევე, დიდი ინტერესი გამოხატა სამეცნიერო მიმართულებისა და სასწავლო პროგრამების მიმართ და გამოთქვა მზად ყოფნა თანამშრომლობასა და ერთობლივი აქტივობების მხარდაჭერაზე.