2018 წლის 5-7 სექტემბერს, ქ. ვინიცაში (უკრაინა), ონკოლოგიის რეგიონული ცენტრისა და მასტოლოგიის ევრო-აზიური ასოციაციის (EURAMA) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია - „ძუძუს ონკოპლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია“ - გაიმართა. კონფერენციაზე მომხსენებლისა და სექციის მოდერატორის სახით მიწვეული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ირაკლი კოხრეიძე.
კონფერენციის პირველ დღეს ასოცირებულმა პროფესორმა თავის პრეზენტაციაში ისაუბრა ძუძუს ონკოპლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის თანამედროვე მიღწევებზე და წარმოადგინა თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ მეთოდით ჩატარებული ოპერაციების შედეგები.
კონფერენციამ ნაყოფიერად ჩაიარა, მის დასასრულს ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ ონკოლოგიის რეგიონული ცენტრის პაციენტებისათვის, თავის იტალიელ კოლეგებთან ერთად, უფასო კონსულტაციები ჩაატარა , ხოლო მომდევნო დღეს ერთ-ერთი პაციენტს ოპერაცია გაუკეთა.