საექთნო განათლების სფეროს საერთაშორისო წარმომადგენლები სტუმრად თსსუ-ში

2018 წლის 21 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, სხვადასხვა ქვეყნიდან, საექთნო განათლების სფეროს წარმომადგენლები ესტუმრნენ.

საექთნო განათლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნით,  პროფესიული პროგრამების კოორდინატორი, მედეა ჯღარკავა  შეხვდა მინესოტას უნივერსიტეტის საექთნო სკოლის პროფესორ მერი ჯო კრეიზერს.  ასევე,  ამერიკის, გერმანიის, ირლანდიის, თურქეთის საექთნო განათლების სფეროს წარმომადგენლებს: რანიე ამენდეს, მაიკლ შენონის, სებაჰათ გოზუმს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხრიდან,  შეხვედრას  ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის  ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ კილასონია, ასისტენტ - პროფესორი ანა ბოჟაძე და პროფესიული პროგრამების მდივანი ნინო თეზელაშვილიც ესწრებოდნენ.

„ძირითადად განვიხილეთ საექთნო განათლება საქართველოში.  სტუმრებმა,  გაგვიზიარეს საკუთარ ქვეყნებში მოქმედი საექთნო განათლების პრინციპები და გამოწვევები. შეხვედრა იყო ნაყოფიერი. თითოეულმა მხარემ გამოვთქვით მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობისთვის.“ - აღნიშნავს ქალბატონი მედეა ჯღარკავა.