დირექტორის გზავნილი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო წარმატებული პროექტების დანერგვის  ინიციატორი.  ასეთი პროექტების რიგშია დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამაც, რომელიც ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნა და დღემდე ფუნქციონირებს თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის შემადგენლობაში.

პროგრამა ინოვაციურია - ინტეგრირებული, სისტემებზე ორიენტირებული სწავლებით. კლინიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ზრუნვა სწავლის დაწყებისთანავე,  თეორიული და კლინიკური საკითხების მჭიდრო ინტეგრაცია, სტუდენტთა კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა, მოტივირებული და კომპეტენტური აკადემიური პერსონალი, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული აკადემიური და ადმინისტრაციული გარემო - ეს არის ის, რასაც ამერიკული პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს.

ვიყენებთ რა არსებულ გამოცდილებას თანამედროვე მედიცინის სწავლებაში, ვქმნით და ვნერგავთ ყველა სიახლეს, რაც ხელს უწყობს პროგრამის  მიზნების მიღწევას და ზოგადად,  თსსუ-ის მისიის შესრულებას. პროგრამის მიზნების მიღწევის  ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ხარისხიანი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კოლაბორაცია პროგრამის განხორციელებაში ჩართულ ყველა რგოლსა და პირს შორის.

სტუდენტების განათლება ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამიტომ ძალიან დიდ ყურადღებას სწორედ აკადემიურ პროცესს ვუთმობთ;  ამავე დროს, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სტუდენტთა კურიკულუმგარეშე აქტივობასაც.

სულ რამდენიმე წელია, პროგრამა ფუნქციონირებს და უკვე საკმაოდ დიდი ნაბიჯებია გადადგმული წარმატებისკენ. ვამაყობთ იმით, რომ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები ძალიან დიდი მონდომებით, პასუხისმგებლობით და სიყვარულით ეკიდებიან საქმეს, რომელზედაც ადამიანების ჯანმრთელობის დაცვაა დამოკიდებული.




 
ეკა ეკალაძე
პროგრამის დირექტორი