მიზანი
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტრატეგიული მიზანია, მოამზადოს საერთაშორისოდ აღიარებული კომპეტენტური, კონკურენტუნარიანი, სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური ექიმები, რომელთაც სრულად აქვთ გააზრებული ვალდებულება პაციენტებისა და საზოგადოების წინაშე, იზიარებენ ეთიკური ღირებულებების (თანაგრძნობისა და ტოლერანტობის) პრინციპებს, აღიარებენ კვლევის მნიშვნელოვან როლს ჯანდაცვის სისტემის განვითარებისათვის, მზად არიან დიპლომისშემდგომი განვითარებისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის.
პროგრამის ამოცანებია:
თანამედროვე, მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების, სამეცნიერო და ტექნოლოგიური წინსვლის შესაბამისი სამედიცინო განათლების მიცემა სტუდენტებისთვის;
მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის (Life long Learning – LLL) უნარისა და მოტივაციის გამომუშავება/მიცემა მომავალი ექიმებისთვის;
მაღალი კვალიფიკაციის სამედიცინო კადრის მომზადება უახლესი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო, საინფორმაციო და სასწავლო რესურსის გამოყენებით;
სამედიცინო განათლების შესაბამისობაზე ზრუნვა ეროვნული და საერთაშორისო ჯანდაცვის სისტემების მუდმივად განვითარებად მოთხოვნებთან.