2018 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა, რიგით მეორე, ქირურგიული უნარ-ჩვევების ვორქშოპი.
ღონისძიებას უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ფოფხაძე, მან სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექცია: ,,სისხლძაღვთა დაზიანებები და რეკონსტუქციული ქირურგია”. ლექციაზე წარმოდგენილი იყო პრაქტიკული მაგალითები და ვიზუალური მასალა.
ღონისძიებაზე თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მე-V კურსის სტუდენტმა, IFMSA საქართველოს ნაციონალურმა ოფიცერმა გიორგი ჩილინგარაშვილმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია სამედიცინო განათლებასა და კარიერაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.