საჯარო ლექცია - მარიხუანა - ხილული და უხილავი ცვლილებები

2018 წლის 26 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით, გაიმართა სამეცნიერო საჯარო ლექცია,  მარიხუანა - ხილული და უხილავი ცვლილებები.

ლექცია,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნიკო გონგაძემ წაიკითხა. პროფესორმა ისაუბრა მარიხუანას პოზიტიურ და ნეგატიურ თვისებებზე, მისი გამოყენების პერსპექტივებზე სამედიცინო პრაქტიკაში და ასევე, მისი რეკრეაციული მიზნით მოხმარებაზე. ლექცია მრავალფეროვანი და ამომწურავი იყო, რამაც აუდიტორიის მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია, სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ ინტერაქციულ ნაწილში. მათ, დეტალურ საკითხებთან დასმულ შეკითხვებზე,  პროფესორისგან ამომწურავი, კომპეტენტური პასუხები მიიღეს.