შეხვედრა მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებთან

2018 წლის 13 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში გაიმართა შეხვედრა მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის  პირველი სემესტრის სტუდენტებთან. სტუდენტებს მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია,  მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ლევან ბენაშვილი,  სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მიხეილ დიაკონიძე და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ. 

შეხვედრაზე დეკანატის წარმომადგენლებმა განიხილეს აკადემიური პროცესის მიმდინარეობისა და ადმინისტრირების საკითხები, სწავლის პროცესისა და სტუდენტების შეფასების კრიტერიუმები, ფაკულტეტის სტრუქტურა, სტუდენტებს გააცნეს მათი უფლება-მოვალეობები.

სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ისაუბრა იმ სერვისებზე, რომლთა გამოყენებაც  შეუძლიათ სტუდენტებს, როგორც  მათი უნივერსიტეტში მოღვაწეობისას ასევე, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ.  

შეხვედრაზე სტუდენტებს  მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურას, მათ მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან მათ მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ ჩაერთონ დაგეგმილ ღონისძიებაში და გამოთქვეს მზადყოფნა აქტივობებში მონაწილეობისათვის.

ღონისძიების დასასრულს  მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის  პირველი სემესტრის სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და სტუდენტურ თვითმართველობას, გვერდში დგომისთვის.