საქართველოს 14-გზის რეკორდსმენი წოლჭიმში, სამჭიდში, ამოწევაში, საქართველოს 21-გზის ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში, ევროპის ჩემპიონი ძალისმიერ ექსტრიმში, მსოფლიოს რეკორდსმენი ძალისმიერ სამჭიდში, მადრიდის გრამ პრის ჩემპიონი ძალისმიერ ექსტრიმში, მსოფლიო თასის ჩემპიონი და ვარშავის ექსპოს პრიზიორი - ეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის ჭაბუკა ჭიღლაძის მიღწევების მცირე ჩამონათვალია.
„კარიერაზე ჩემმა სტუდენტობამ დიდი როლი შეასრულა. არასდროს დამავიწყდება ლექტორების და მასწავლებლების, ასევე სტუდენტური თვითმმართველობის თანადგომა. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ქალბატონი თამარ ჩიკვილაძე, რომელიც დეკანის მოადგილე იყო და ყოველთვის შეძლებისდაგვარად მეხმარებოდა, რომ სპორტი და სწავლა ერთმანეთისთვის შემეთავსებინა. დიდ მადლობას ვუხდი მას“ - ასე იხსენებს სტუდენტობას ჭაბუკა ჭიღლაძე kvira.ge-სთან საუბრისას.