სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II -ის ლოცვა კურთხევით მასშტაბური სტუდენტური მსვლელობა გაიმართა

2019 წლის 10 მარტს საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის (სოა) ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II -ის ლოცვა კურთხევით მასშტაბური სტუდენტური მსვლელობა გაიმართა.

ავლაბრის მეტროდან სამების საკათედრო ტაძარში მისული სტუდენტები და ახალგაზრდები უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II- მ დალოცა. 

მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში არსებულმა ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა, მათ შორის თსსუ-ის 500-მდე სტუდენტმა.

შეგახსენებთ,რომ 5 მარტს საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის (სოა) ორგანიზებით გაიმართა საქართველოს 30 სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობების, რექტორების და ადმინისტრაციის თანამშრომლების შეხვედრა პატრიარქთან, სადაც სტუდენტებმა ისაუბრეს ახალ ინიციატივებზე და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრაზე ,საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ მოწყობილიყო სტუდენტური მსვლელობა სამების დიდ საკათედრო ტაძრამდე, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონში არსებული უმაღლესი სასწავლებელი ჩაერთვება.


მაესტროს სიუჟეტი
პოსტ ტივის სიუჟეტი