სტუდენტები ბაზისური პრაქტიკული ლაბორატორიული უნარების შესწავლის ლაბორატორიაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრში სამეცნიერო  კვლევის საფუძვლების კურსის გავლისას, სტუდენტებს თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად შესაძლებლობა აქვთ  დაეუფლონ  პრაქტიკულ  უნარებს, რომლის სწავლება ცენტრის ბაზაზე არსებულ ბაზისური პრაქტიკული  უნარების ლაბორატორიაში მიმდინარეობს. ლაბორატორიული კურსის გავლისას სტუდენტები შეისწავლიან:

ექსპერიმენტული კვლევის, ლაბორატორიაში მუშაობის და ლაბორატორიულ ცხოველებთან უსაფრთხო მოპყრობის პრინციპებს; 

ლაბორატორიაში მუშაობის ძირითად მანიპულაციებს: პიპეტირება, აწონვა, ფილტრაცია,  ლაბორატორიული ჭურჭლის რეცხვა და სტერილიზაცია; 

კვლევის ანალიტიკურ მეთოდებს: გლუკოზის და ცილის კონცენტრაციის განსაზღვრა, საკალიბრო მრუდების აგება აღნიშნული ნივთიერებების კონცენტრაციის            განსაზღვრისთვის;

ქრომატოგრაფიას:  თხელშრიანი, გელ-ფილტრაციული;

ელექტროფორეზის მეთოდებს; 

იმუნოლოგიურ მეთოდებს: პრეციპიტაცია, ანტიგენ-ანტისხეულის ტიტრის დადგენა DOT-ის მეთოდით და ELISA-ს პრინციპები.

სტუდენტები განსაკუთრებულ ჩართულობასა და დიდ ინტერესს იჩენენ პრაქტიკული სწავლების მიმართულებით და  აღნიშნავენ, რომ სამეცნიერო  კვლევის საფუძვლების კურსის გავლისას მიღებული ცოდნა და უნარები დაეხმარება მათ  უფრო აქტიურად ჩაერთონ სამეცნიერო აქტივობებსა  და პროფესიული განვითარების საქმეში.