ექიმ-რეპროდუქტოლოგის, პროფესორ არსენ გვენეტაძის საჯარო ლექცია

საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) ეგიდით, 2019 წლის 25 მარტს, ექიმმა რეპროდუქტოლოგმა, პროფესორმა არსენ გვენეტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის  საჯარო ლექცია "რეპროდუქტოლოგია და ბედნიერება" წაიკითხა.

პროფესორი სტუდენტებს ესაუბრა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მკურნალობის მიღწევებზე და რეპროდუქტოლოგიაზე, როგორც, მედიცინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მოთხოვნად დარგზე. პროფესორმა აღნიშნა, რომ რეპროდუქტოლოგია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფადგანვითარებადი პროფესიაა და სწორედ ამიტომ, მის მიმართ სტუდენტების ინტერესი მაღალია: "ძალიან კმაყოფილი ვარ სტუდენტების ჩართულობით და ინტერესით, ისინი მოტივირებულები არიან გაიგონ მეტი პროფესიის შესახებ. ჩვენ მათ ამომწურავი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ პროფესიის, როგორც  ძლიერ, ასევე, სუსტ მხარეებზე, არჩევანი კი მათზეა. ლექცია 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, სწორედ სტუდენტების ჩართულობის გამო, რასაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ვფიქრობ, ეს ორმხრივია." - აღნიშნა პროფესორმა, არსენ გვენეტაძემ.

გაცნობებთ, რომ საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) ორგანიზებით, მედიცინის მიმართულებით სხვადასხვა პროფესიის შესახებ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, 2019 წლის 1-5 აპრილის განმავლობაში, გაიმართება საჯარო ლექციათა ციკლი  "Sagittas" , რომლის ფარგლებშიც, სხვა პროფესორებთან და ექიმებთან ერთად, პროფესორი არსენ გვენეტაძე, კვლავ შეხვდება სტუდენტებს.