იურიდიული სამსახური
იურიდიული სამსახური წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს.
იურიდიული სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიუილი აქტებით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით, რექტორის/კანცლერის ბრძანებებით და რექტორის აპარატის დებულებით.
იურიდიული სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
•უნივერსიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
•უნივერსიტეტის მიერ მისაღები ადმინისტრაციული აქტების პროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება და აქტების საბოლოო რედაქციის შემუშავებაში მონაწილეობა;
•რექტორის ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადება;
•სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ და ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობისას სამართლებრივ საკითხებზე წინადადებების მომზადება;
•უნივერსიტეტის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტებისა და სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე, სამეურნეო ხასიათის ხელშეკრულებათა სამართლებრივი უზრუნველყოფა;
•უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფა და მათთვის კონსულტაციების გაწევა;
•უნივერსიტეტის ინტერესების დაცვა სასამართლოსა და შესაბამის ორგანოებში, კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
•უნივერსიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და აღრიცხვა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მზია დუნდუა
სამსახურის უფროსი
ტელ: +(995 32) 254 24 69