იაროსლავ ვიდელსკის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2019 წლის 15 აპილიდან 20 აპრილამდე „ერასმუს +“-ის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სტუმრობდა ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის და სამკურნალო მცენარეების ლაბორატორიის მეცნიერ-ტექნიკოსი იაროსლავ ვიდელსკი.

იაროსლავ ვიდელსკი ვიზიტის ფარგლებში  შეხვდა „ერასმუს +“-ის თსსუ კოორდინატორს, ნინო კანდელაკს,  ფარმაციის  ფაკულტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს; დაათვალიერა ფარმაკოგნოზიის, ბოტანიკის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტები, სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ლაბორატორია.  დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო პროექტი და დაისახა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. 

ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის და თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის თანამშრომლებს აკავშირებს რამდენიმე წლიანი თანამშრომლობა: 2015 წელს პოლონეთის დახმარების ფონდის მიერ დაფინანსდა ერთობლივი  საგრანტო პროექტი, რომლის ფარგლებში ფარმაციის ფაკულტეტის 10 პროფესორ-მასწავლებელი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთში.