ERASMUS+
2015 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ,,Erasmus+“-ის KA 107 აქტივობის ფარგლებში, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობებს პარტნიორ უნივერსიტეტებში.
Erasmus+ ფარგლებში ხორციელდება:
სტუდენტთა მობილობა სწავლების ყველა დონეზე – ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე.
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა:
– სწავლების მიზნით: ამ აქტივობის ფარგლებში უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს საშუალება ეძლევა ასწავლოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
– ტრენინგის მიზნით: აღნიშნული აქტივობის მიზანია უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ახორციელებს ორმხრივ გაცვლებს შემდეგ ევროპულ უნივერსიტეტებთან:
ავსტრია
- ტიროლის კლინიკების გაერთიანების დასავლეთის საგანმანათლებლო ცენტრი (AZW)
ბელგია
ბულგარეთი
- პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტი
გერმანია
- ბერლინის შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტი
დიდი ბრიტანეთი
- მიდლსექსის უნივერსიტეტი
- ჩესტერის უნივერსიტეტი
- კარდიფის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტი
- კილის უნივერსიტეტი
ესპანეთი
- სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი
ესტონეთი
- ტალინის ჯანდაცვის კოლეჯი
- ტარტუს უნივერსიტეტი
თურქეთი
იტალია
- პიზის უნივერსიტეტი
- სასარის უნივერსიტეტი
- პავიის უნივერსიტეტი
- პერუჯის უნივერსიტეტი
ლატვია
- ლატვიის უნივერსიტეტის რიგის სამედიცინო კოლეჯი
ლიეტუვა
- ლიეტუვას ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტი
- კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი
პოლონეთი
- პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი
- ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტი
- პოვისლანსკის კოლეჯი კვიძინში
- შჩეცინის დასავლეთ პომერანიანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
- გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტი
- იან კოხანოვსკის სახელობის კელცეს უნივერსიტეტი
პორტუგალია
- პორტოს უნივერსიტეტი
- კოიმბრის უნივერსიტეტი
რუმინეთი
- ტირგუ მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი
- კრაიოვას მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტი
- იულიუ ჰაციეგანუს მედიცინის და ფარმაციის უნივერსიტეტი
საბერძნეთი
- არისტოტელეს სახელობის თესალონიკის უნივერსიტეტი
საფრანგეთი
- ტულუზის პოლ საბატიეს სახელობის უნივერსიტეტი
- პარიზის ვალ–დე–მარნის უნივერსიტეტი
სლოვაკეთი
- კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტის ნიტრაში
უნგრეთი
ხორვატია
- ზაგრების უნივერსიტეტი
- ზადარის უნივერსიტეტი