MEDTRIKA - საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობების ფორუმი

დღეს, 2019 წლის 24 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურისა და კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის მხარდაჭერით, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის საერთაშორისო ფაკულტეტის აკადემიურმა დეპარტამენტმა ორგანიზება გაუწია ფორუმს სახელწოდებით - MEDTRIKA. 

ფორუმზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საინტერესო  საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობები, რომელიც დიდი ჩართულობითა და ინტერაქციით გამოირჩეოდა. ფორუმზე მოსულმა სტუდენტებმა მანეკენებზე განახორციელეს პირველადი დახმარების ღონისძიებები, ასევე , ჩაატარეს კანქვეშა და კუნთშიდა ინიექციები.

ფორუმზე, სხვადასხვა სამედიცინო თემასთან დაკავშირებით,  წარმოდგენილი იყო საერთაშორისო სტუდენტების ნაშრომები, პოსტერებისა და ნახატების სახით.  სტუდენტურმა თვითმმართველობამ საგანმანათლებლო გასართობი აქტივობების მიმართულებით ინტერაქტიული ვიქტორინებიც მოაწყო.