თსსუ-ის დელეგაცია ტარგუ მურეშის მედიცინის და ფარმაციის, მეცნიერების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

2019 წლის 8 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, მედიცინის ფაკულტეტის ანესტეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  პროფესორი ლევან რატიანი, ასევე,  თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მედიცინის ფაკულტეტის ანესტეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის ლაბორანტი თინა ხუციშვილი და თსსუ მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი პირდარა ნოზაძე,  Erasmus +  -ის მობილობის ფარგლებში ტარგუ მურეშის მედიცინის და ფარმაციის, მეცნიერების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.

დელეგაციას ქონდა შეხვედრა უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, Erasmus -ის ინსტიტუციონალურ კოორდინატორთან, ქალბატონ ანგელა ბორდასთან. შეხვედრაზე აღინიშნა უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ.

მივლინების პერიოდში, თსსუ-ის აკადემიურმა პერსონალმა ჩაატარა ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები ტარგუ მურეშის მედიცინის და ფარმაციის, მეცნიერების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ცენტრალურ კლინიკასა და სამედიცინო უნარების და სიმულაციურ ცენტრში.  ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, გამოიკვეთა ორივე მხარისათვის საინტერესო საკითხები სამომავლო ურთიერთობისათვის.