თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჩაერთო ელექტრონულ ანტიპლატიურ სისტემაში, რომელიც ადგენს თსსუ-ში შესრულებული ნაშრომების ორიგინალობას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 2019 წლის 24 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურის ინციატივით კომპანია „plagiat. Pl“-ის ბიზნესის განვითარების დირექტორმა ნარმინ ალიევამ, თსსუ-ის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის ჩაატარა ტრეინინგი (ვებინარი) ანტიპლაგიური ელექტრონული სისტემის "Strikeplagiarism" ფუნქციონირების და აკადემიური პლაგიარიზმის თემის შესახებ.