ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

ადამიანური რესურსების მართვის სამსახური არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით, რექტორის, კანცლერის ბრძანებებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
•ორგანიზაციის საკადრო პოლიტიკის შემუშავება ადამიანური რესურსების მართვის ძირითდი პოსტულატებისა და სტრატეგიების გათვალისწინებით
•უნივერსიტეტში დასაქმებული თანამშრომლების ფუნქციების განსაზღვრა და თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება
•ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან ხელშეკრულებების გაფორმება და ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესრულების კონტროლი
•ადმინისტრაციული პერსონალის კონკურსის წესით შერჩევასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში, კონკურსის პირობებისა და შეფასების მეთოდების განსაზღვრა
•საკადრო შინაარსის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების-ბრძანებების, ხელშეკრულებების, სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების პროექტების მომზადება.

საკონტაქტო ინფორმაცია:
სოფიო შარიქაძე
 უფროსი                                                                                                                
 ელ-ფოსტა: s.sharikadze@tsmu.edu
 ტელ: +995 32  254 24 46