2019 წლის 21 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ლექცია წაიკითხა, ერასმუს+-ის ფარგლებში თსსუ-ში სტუმრად მყოფმა, ბერლინის (გერმანია) შარიტეს უნივერსიტეტის პროფესორმა ჰანს ბოიმლერმა. ლექცია ეხებოდა წამლის მიზანმიმართულ მიწოდებას მიკრო და ნანონაწილაკებით ნატურალური მატრიცა - მატარებლების მეშვეობით. პროფესორმა ჰანს ბოიმლერმა დეტალურად განიხილა მიკრო და ნანონაწილაკების დიზაინი, ტექნოლოგია, ალბუმინის, იმუნოგლობულინის და სხვა ნატურალური კომპონენტების, როგორც მატრიცა-მატარებლების გამოყენების შესაძლებლობები, სხვადასხვა ბუნების აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების სამიზნე უბანში მისაწოდებლად. ასევე წარმოადგინა დაზიანებულ უჯრედებში მათი შეღწევადობის და მოქმედი ნივთიერებების გამოთავისუფლების კვლევის შედეგები. მოხსენების შემდეგ პროფესორმა უპასუხა შეკითხვებს.