ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვაკის პარკში

2019 წლის 1 ივნისს   ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით "ვაკის პარკის" ცენტრალურ ტერიტორიაზე  საერთაშორისო სოციალური ღონისძიება -“TEDDY BEAR HOSPITAL" გაიმართა. 

ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იყო თსსუ-ის ბაზაზე არსებული ორგანიზაციები: GMSA - საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია, YSU - ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება, EMSA  - ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია, სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი „ვიტალისი“, ივ. თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება, ევროპის სტომატოლოგ სტუდენტთა ასოციაცია - თბილისი, IMC -მედიკოსთა საერთაშორისო საქველმოქმედო ასოციაცია, ევროპის სტომატოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის (EDSA), ევროპის ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციაცია (EPSA) და თსსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. 

 “TEDDY BEAR HOSPITAL” არის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. პროექტი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ 10 წლამდე ასაკის ბავშვები, ემსახურება ექიმებთან ურთიერთობის შეგუებას, მათი ასაკისათვის შესაბამისი სამედიცინო განათლების მიღებასა და ექიმისა და სამედიცინო გარემოს მიმართ შიშის დაძლევას. 

ონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობით. პროექტის ფარგლებში, სამედიცინო მანიპულაციებისა და წამლის მიღების პროცედურებისადმი მარტივად ადაპტირების გავლის მიზნით, ტერიტორიაზე განთავსდა სხვადასხვა პროფილის ექიმებით დაკომპლექტებული  თემატური კარვები. პროექტში მონაწილე 100-მდე ბავშვს თსსუ-ს სახელით სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.