თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი)

  2019  წლის 26 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით „ერასმუს +“ - ის გაცვლითი პროგრამის KA107 საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი - პედიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მაია ხერხეულიძე, კლინიკური უნარ-ჩვევების  და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი პირდარა ნოზაძე, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ეკატერინე ბეშკენაძე, აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორის მოადგილე და ოდონტოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი ჯონდო ფოცხვერაშვილი და ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ანა ბოჟაძე, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი).

  ვიზიტის ფარგლებში, თსსუ-ის დელეგაციამ მოინახულა ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის  მედიცინის, სტომატოლოგიისა და  ფარმაციის ფაკულტეტის დეპარტამენტები.  ასევე,  დაათვალიერეს  სიმულაციის ცენტრი და გაეცნენ მათი მუშაობის სპეციფიკას, სტუდენტთა აქტივობებს  და ცენტრში მეცადინეობების ჩატარების სტრუქტურას. 

პროექტის  ფარგლებში, ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, პროფესორმა მაია ხერხეულიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა პირდარა ნოზაძემ ლექციები წაიკითხეს, ხოლო ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ასისტენტ-პროფესორმა ანა ბოჟაძემ.  თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორის მოადგილე ჯონი ფოცხვერაშვილი და  ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ეკატერინე ბეშკენაძე სტომატოლოგიის ფაკულტეტის 45 წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ.

 თსსუ-ის დელეგაცია  შეხვდა  ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, პროფესორ დარიუს მატოსიუკს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს იზაბელა ვიტკოვსკას, „ერასმუსმ +“ -ის კოორდინატორს აგნიეჟკა ბილევიჩს, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ბარბარა-ტომსჩინა ბოროვიჩს და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ანნა მალმს. 

შეხვედრაზე გამოიკვეთა ორივე მხარისათვის საინტერესო საკითხები, მათ ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით. უნივერსიტეტებს შორის დაისახა შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.