სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეჯის (ICD) ევროპული სექციის რიგით 64-ე საერთაშორისო კონგრესი

 2019 წლის 5-9 ივნისს  საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეჯის (ICD) ევროპული სექციის რიგით  64-ე საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა. 

 კონგრესს, თსსუ ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე, ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნათია ნიჟარაძე და თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლია სანოძე ესწრებოდნენ. კონგრესის მსვლელობაში სულ 14 სექცია იღებდა მონაწილეობას, რომლებშიც ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი იყო  გაერთიანებული.

 წლევანდელი შეხვედრის სამეცნიერო ნაწილი დატვირთული იყო სტომატოლოგიის ყველაზე აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილი მოხსენებებით. თითოეულ მათგანს მაღალი სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულება ჰქონდა. 

 საერთაშორისო კონგრესზე, თსსუ-ის  ოდონტოლოგიის დეპარტამენტი წარსდგა მოხსენებით - სტუდენტთა კომუნიკაციის უნარის შეფასება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის მაგალითზე. აღნიშნულმა პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოებაში დიდი ინტერესი და  დისკუსია  გამოიწვია, რადგან არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის სკოლაში OSCE  და კომუნიკაციის უნარების შეფასება არ არის დანერგილი.