თსსუ-ის ერზამუს + ინსტიტუციური კოორდინატორი საქმიანი ვიზიტით პიზის უნივერსიტეტში იმყოფებოდა

თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერზამუს + ინსტიტუციური კოორდინატორი, ქალბატონი  ნინო კანდელაკი იმყოფებოდა მიწვევით პიზის უნივერსიტეტში (იტალია),  2019 წლის 15  ივლისიდან  19 ივლისამდე .

2019 წელს  პიზის უნივერსიტეტში დიდი წარმატებით განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  რეზიდენტების მობილობა და თსსუ-ის  პროფესურის  –ავთანდილ კუტუბიძის, დავით თოფურიას და მაია მათოშვილის აკადემიური ვიზიტები.

პიზის უნივერსიტეტში სტუმრობისას  ნინო კანდელაკს ჰქონდა შეხვედრები: პიზის  უნივერსიტეტის  ვიცე-რექტორთან  საერთაშორისო ურთიერთობების და თანამშრომლობის დარგში  – პროფესორ ფრანჩესკო მარჩელონიტან  (Francesco Marcelloni - Vice Rector for international cooperation and relations), რომელიც ძალიან  დაინტერესებულია ჩვენს უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებით.

ასევე, პიზის  უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების  ხელმძღვანელს,პროფესორ როფესორ ტომასო სალამონეს, მედიცინის ფაკულტეტის  ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის  ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ უგო ფარაგუნას (Ugo Faraguna), მის მოადგილეს,  ასოცირებულ პროფესორ  ჯან-ფრანკო ნატალეს (Prof Natale),  პათოლოგიის დეპარტამენტის სრულ პროფესორ  ფაბრიციო ბრუსკის (Fabrizio Bruschi) და პროფესორ დიეგო პერონის (Diego Peroni), ასევე, შევხვდა პროფესორ კიარა პოზარელის, რომელიც აპრილის თვეში ვიზიტით ესტუმრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს.

ნინო კანდელაკი დაესწრო პროფესორ დიეგო  პერონის  პედიატრიულ კლინიკაში რეზიდენტების სწავლებას. ქალბატონი ნინო აღნიშნავს: "ჩემი ვიზიტის პერიოდში  პიზის უნივერსიტეტში ევროკავშირიდან  მოვიდა  უმნიშვნელოვანესი საბუთი – დადასტურება ჩვენი უნივერსიტეტის ახალი ერზამუს + პროექტის  დაფინანსების შესახებ,  რის საფუძველზეც პიზის უნივერსიტეტთან ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება 2019–20 წლებში და  შესაძლებებელი გახდება  უკვე ექვსი რეზიდენტის დაფინანსება, ასევე აკადემიური პერსონალის ორმხრივი გაცვლების გაგრძელება."

შეხვედრის დროს დაიგეგმა პიზის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2019–20 წლებში ERASMUS+ პროექტის წარმატებით გაგრძელებისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.