პროფესორ ნოდარ გრიგოლიას სახელობის პროგრამის ფარგლებში თსსუ-ის სტუდენტები გერმანიაში იმყოფებოდნენ

2019 წლის ზაფხულის განმავლობაში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ სტაჟირებაზე გერმანიაში ლანდსჰუტის კლინიკასა და ვაილჰაიმის კლინიკაში. 

სტუდენტთა ჯგუფი, რომელიც სტაჟირებას  ლანდსჰუტის კლინიკაში გადიოდა განაწილებულნი იყვნენ: ზოგადი და სისხლძარღვთა ქირურგიის, თერაპიის, ტრავმატოლოგიის დეპარტამენტებსა და გადაუდებელი დახმარების სამსახურში. მათ  შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ყოველკვირეულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესში, რადიოლოგიის კონფერენციებსა და ყოველდღიურ კონსილიუმებში, ასევე,  ასისტირებას უწევდნენ ქირურგებს ქირურგიული ოპერაციისას.

თსსუ-ის სტუდენტების სტაჟრებას ლანდსჰუტის კლინიკაში  კურირებდნენ: პროფესორი ლორიან ლოე (Prof.Dr. Lohe), პროფესორი გეორგიოს მაიმარაკისი (Prof. Dr. Meimarakis) და მთავარი ექიმი, დოქტორ ვოლფგანგ შნეიდერი ( Dr. Schneider). სტუდენტები აქტიურად ურთიერთობდნენ  ამავე კლინიკაში დასაქმებულ სხვა საერთაშორისო სტუდენტებთან, ერთმანეთს უზიარებდნენ ცოდნასა და გამოცდილებას. 

გერმანიაში, ქალაქ ვაილჰაიმში იმყოფებოდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც  მიუნხენის უნივესიტეტის აკადემიურ სასწავლო კლინიკაში - ვაილფაიმის კლინიკაში ორი თვის განმავლობაში სტაჟირებას გადიოდა ყველა ქირურგიულ დეპარტამენტში. სხვადასხვა ოპერაციაზე ასისტირებდა ქირურგებს და მონაწილეობდა ყოველდღიურ შემოვლებში. ესწრებოდა ყოველთვიურ სწავლებებს (Vortbilduug Teaching). ის  განსაკუთრებულად აღნიშნავს პროფესორ რეინოლდ ლანგის დამსახურებას (Prof. Dr.Dr. Reinhold Lang); ასევე, კლინიკაში მომუშავე ექიმების ( Marcel Ziegler, Michael Schierlinger, Dr. Peter Baumann, Dr. Bernhard Kann) გულისხმიერებასა და თავდადებას ქართველ სტუდენტთან მუშაობის პროცესში.

თსსუ-ის სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ სტაჟირებამ მათ დაუვიწყარი და  მნიშვნელოვანი ცოდნა  და გამოცდილება შესძინა სამედიცინო სფეროში. „ასეთი შესაძლებლობისათვის დიდ მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს,  ბატონ გიორგი გრიგოლიას, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს ზემოთხსენებულ პროგრამას და  საშუალებას აძლევს თითოეულ სტუდენტს მიიღოს საკმაოდ დიდი გამოცდილება“, _ ამბობენ ისინი.

იხილეთ ინტერპრესნიუსის სტატია

იხილეთ ნიუპოსტის სტატია