სამეცნიერო შოუ - „სახალისო ლაბორატორია“

20 სექტემბერსს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო შოუ - „სახალისო ლაბორატორია“, რომელსაც უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის ბაზაზე არსებული ზოგადი  პრაქტიკული  უნარების ლაბორატორია მასპინძლობდა.  

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თსსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები,  სკოლის მოსწავლეები. სამეცნიერო შოუ გახსნა ცენტრის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით,  პრაქტიკულად განახორციელეს ქრომატოგრაფიის თხელშრიანი, გელ-ფილტრაციული  მეთოდები. 

იხილეთ საინფორმაციო სააგენტო ,,Ipn"-ის ბმული

იხილეთ საინფორმაციო სააგენტო ,,Newposts"-ის ბმული