ლექცია - ,,ექიმი-სტომატოლოგი- ორგანიზმის ზოგიერთი დაავადების პირველი დიაგნოსტიკოსი

25 სექტემბერს,  ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი -2019“ -ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა ივერიელმა წაიკითხა ლექცია - ,,ექიმი-სტომატოლოგი - ორგანიზმის ზოგიერთი დაავადების პირველი დიაგნოსტიკოსი“.

მოხსენება  ეხებოდა  ორგანიზმის  ცალკეული  ორგანოს  და  ორგანოთა სისტემის  დაავადებების  გამოვლინებას  პირის ღრუს ლორწოვანზე,  რომელიც  ხშირად ამ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა.   პირის ღრუს და მის გარშემო არსებული ქსოვილების დათვალიერებისას, ხშირად ექიმი სტომატოლოგი აღმოაჩენს იმ ნიშნებს, რომლებიც აადვილებს ზოგადი დაავადების დიაგნოზის დასმას ან ადასტურებს სავარაუდო დიაგნოზს.  მეორე მხრივ, პირის ღრუს ადრეული სიმპტომების უგულვებელყოფა ხშირად ხდება დაგვიანებული დიაგნოსტიკის მიზეზი. 

ღონისძიება ინტერაქტიული ხასიათის იყო და გამოირჩეოდა  მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით. 

იხილეთ სიახლე ,,NewPosts"-ზე