საერთაშორისო კონფერენცია ,,ბავშვთა ასაკში გამოვლენილი დაავადებების მკურნალობის თანამედროვე ასპექტები“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და  თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ბავშვთა ქირურგიისა და პედიატრიის დეპარტამენტების ჩართულობით, 2019 წლის 19 - 21 ოქტომბერს კახეთში, სასტუმრო ,, ჰოლიდე-ინნ თელავში“ გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე:  ,,ბავშვთა ასაკში ხშირად გამოვლენილი დაავადებების მკურნალობის თანამედროვე ასპექტები“. 


კონფერენცია მოიცავდა  ორ ნაწილს:


1) ქართველი და უცხოელი პროფესორების ინტერაქტიული მოხსენება;


2) პრაქტიკული შემთხვევების განხილვა/პრეზენტაცია სტუდენტებისა და რეზიდენტების ჩართულობით;


ღონისძიების მომხსენებლები იყვნენ: იუჯინ მინევიჩი - მედიცინის დოქტორი / ცინცინატის (აშშ) უნივერსიტეტის პედიატრიული უროლოგიის განყოფილების პროფესორი, ამერიკის ბავშვთა უროლოგიური ასოციაციის გენერალური დირექტორი; მიხაილ ლენცე - ბონის უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი;მერაბ ბუაძე - თსსუ-ის პროფესორი, გ. ჟანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;ავთანდილ კუტუბიძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;ზაზა ჭანტურაია - უროლოგიის ეროვნული ცენტრის ბავშვთა უროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ბავშვთა და რეკონსტრუქციული უროლოგიის ჯგუფის თავმჯდომარე; გიორგი ქოჩიაშვილი -  თსსუ-ის უროლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; მაია ხერხეულიძე - პედიატრი,თსსუ-ის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; მარინა გაგოშიძე - პედიატრი,თსსუ-ის პროფესორი;


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რეზიდენტებმა და პრაქტიკოსმა ექიმებმა.


ღონისძიების დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.