2019 წლის 20 ნოემბერს 16:00 საათზე, ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (EMSA ) ინიციატივით ჩატარდა თსსუ-ის შინაგან დაავადებათა N1 დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ კახაბერ ჭელიძის საჯარო ლექცია - ,,ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა” .
პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობასთან დაკავშირებული, მსოფლიოში არსებული ძირითადი პრობლემები და აქტუალობა, როგორც გლობალური მასშტაბით, ასევე საქართველოსთან მიმართებაში. კერძოდ, ანტიბიოტიკო-რეზისტენტობის ფორმები, გამომწვევი მიზეზები და მექანიზმები, მულტირეზისტენტობის საკითხი. პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ წარმოადგინა მსოფლიო მასშტაბით არსებული უახლესი კვლევები და სამეცნიერო მტკიცებულებები. ლექციის დასკვნით ნაწილში მომხსენებლის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რაციონალური ანტიბაქტერიული თერაპიის მნიშვნელობას. „არასდროს დაივიწყოთ ანტიბიოტიკო- რეზისტენტობის პრობლემა და რაციონალურად მიუდექით მკურნალობის საკითხს!“ - აღნიშნა პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ.
ლექციამ დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, სტუდენტების მხრიდან დაისვა საინტერესო კითხვები.