თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრი ‘’ჰიგია’’ იმყოფებოდა გასტროლზე ბათუმში, სადაც მონაწილეობა მიიღო სტუდენტურ ფესტივალზე - “დებიუტი“, 7 სხვა თეატრალურ დასთან ერთად, აქედან 5 საერთაშორისო სამოყვარულო თეატრი გახლდათ.
ფესტივალზე თეატრმა ‘’ჰიგიამ’’ წარადგინა სპექტაკლი -„სიკვდილი ღრუბლებში“, რომელმაც დიდი აღიარება ჰპოვა, რაზეც ფესტივალის დახურვაზე აღებული პრიზები მეტყველებს.
ქალის და მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის და ქალის და მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის, ჰიგიას წევრებმა 4 პრიზი მოიპოვეს. ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის პრიზი აიღო მედიცინის მეოთხე კურსის სტუდენტმა - ნინო ებიტაშვილმა . დახურვის ცერემონიაზე ჟიურის მხრიდან ერთხმად საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა - „სიკვდილი ღრუბლებში“.