თსსუ-ის სტუდენტების ვიზიტი ლუბლინში (პოლონეთი)

2019 წლის 28-30 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა -  ლევან ცაგურიამ და მარიამ ქალებაშვილმა მონაწილეობა მიიღეს  სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმების ლუბლინის  მეექვსე საერთაშორისო სამედიცინო კონგრესში. ღონისძიება ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა.  

კონფერენციაზე კვლევები წარადგინეს  სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო უნივერსიტეტების 250-მა წარმომადგენელმა.   მოხსენებები დაყოფილი იყო სესიების მიხედვით:

პათომორფოლოგია და სასამართლო მედიცინა;

რადიოლოგია და ბირთვული მედიცინა;

ზოგადი ქირურგია, ორთოპედია, ფიზიკური თერაპია და რეაბილიტაცია;

ბაზისური მეცნიერებები და ექსპერიმენტული მედიცინა;

ფსიქიატრია და ფსიქოლოგია;

ნეიროქირურგია და ნევროლოგია;

საზოგადოებრივი ჯანდაცვა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა;

სტომატოლოგია;

შინაგანი მედიცინა, ანესთეზიოლოგია;

პედიატრია, ნეონატოლოგია.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბაზისური და ექსპერიმენტული მედიცინის სესიაზე მოახსენეს სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი – ,,Similarity and difference in tumor-infiltrating lymphocytes in original tumor tissues and those of in vitro expanded populations in Glioblastoma“.

კვლევა ჩატარდა თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ალექსანდრე თავართქილაძის ხელმძღვანელობით.  

კვლევაზე მუშაობდნენ:

1. მარიამ ქალებაშვილი – მედიცინის ფაკულტეტის XI სემესტრის სტუდენტი;

2. ლევან ცაგურია - მედიცინის ფაკულტეტის XI სემესტრის სტუდენტი;

3. ნიკა თარგალაძე – მედიცინის ფაკულტეტის XI სემესტრის სტუდენტი;

4. ბესიკ ცინცაძე –მედიცინის ფაკულტეტის XI სემესტრის სტუდენტი. 

კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ვორქშოპებში. აღსანიშნავია, რომ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტის – ლევან ცაგურიასა და ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტის – ცეზარ სიენკოს მიერ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რითაც საზოგადოებებს შორის სამომავლო თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი.