2019 წლის 2-3 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის, ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (EMSA), სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის და საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის - „თანადგომის“ ორგანიზებით, აივ ინფექცია/შიდსის შესახებ საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას უძღვებოდნენ სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ თანამშრომლები: მენეჯერი, ფსიქოლოგი მაია ჯიბუტი; მენეჯერი, ფსიქოლოგი ხათუნა ხაჟომია; შემთხვევათა მენეჯერი არჩილ რეხვიაშვილი; ექიმი კოორდინატორი ირინა ბრეგვაძე და შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს პროგრამის მენეჯერი, ნინო ხეთაგური.
მათ დეტალურად ისაუბრეს აივ ინფექციაზე, სტუდენტებს მიაწოდეს უახლესი ინფორმაცია, განიხილეს პრევენციის საშუალებები და დაავადების შემთხვევაში მკურნალობის შესაძლებლობა. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს შიდსის ეპიდემიის დასრულების ამბიცია, რისთვისაც საჭიროა 2020 წლისთვის ქვეყანამ გამოავლინოს აივ ინფიცირებულთა დაახლოებით 90%.
ორი დღის განმავლობაში სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ მოძრავი ლაბორატორია თსსუ-ის ეზოში დაინტერესებულ პირებს აივ ინფექციის პირველად ტესტირებას უტარებდა.